ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოზიტიური სიგნალები საქართველოდან


პუტინის განცხადებით, იგი ამ სიგნალებს ადეკვატური განწყობით უპასუხებს

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს ახალი მთავრობის მხრიდან რუსეთთან მიმართებაში პოზიტიურ სიგნალებს ხედავს. პუტინის განცხადებით, იგი ამ სიგნალებს ადეკვატური განწყობით უპასუხებს.
ეს განცხადება ვლადიმირ პუტინმა ჟურალისტებთან შეხვედრისას დღეს გააკეთა. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა გივი თარგამაძეზეც, რომლის შესახებ კითხვა მას ერთერთმა პრესის წარმომადგენელმა დაუსვა.
„გივი თარგამაძე სულაც არ არის რუსეთის ფედერაციის მტერი. ის ადამიანია, რომელიც ცდილობდა და შეიძლება დღესაც ცდილობს რუსეთის მოქალაქეებს უკანონო ქმედებების ჩადენისკენ უბიძგოს.“
ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მან ნახა ვიდეომასალა გივი თარგამაძეზე და მისთვის ეს საბუთი საკმაოდ დამაჯერებელია.
XS
SM
MD
LG