ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„პუსი რაიოტის“ გოგონები აქტივისტობას გეგმავენ


ახლახან გათავისუფლებული რუსი გოგონები ადამიანის უფლებების დაცვას, მათ შორის პატიმართა უფლებებისთვის ბრძოლას მოანდომებენ

რუსული პანკ-ბენდის, „პუსი რაიოტის“ წევრები, რომლებიც 2 წლის პატიმრობის შემდეგ ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს, აცხადებენ, რომ აქტივისტობას თავს არ დაანებებენ. ისინი პირობას იძლევიან, რომ მთელ თავის ეენერგიას და დროს ადამიანის უფლებების დაცვას, მათ შორის პატიმართა უფლებებისთვის ბრძოლას მოანდომებენ.
მარია ალიოხინა და ნადეჟდა ტოლოკონიკოვა დღეს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდნენ და ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტთა შეკითხვებს პირველად უპასუხეს. ალიოხინას თქმით, ციხეში არსებული მდგომარეობა სასწრაფო გაუმჯობესებას საჭიროებს. ეს კი თავისთავად რეციდივიზმის ფაქტებს შეამცირებს და მთელ ქვეყანაში დამნაშავეობის მაჩვენებელს გააუმჯობესებს. ტოლოკონიკოვამ დასძინა, რომ ისინი ქალ პატიმართა უფლებათადამცველ პროექტზე იწყებენ მუშაობას, რომელიც საზოგადოებრივ საწყისებზე იქნება დაფუძნებული.
XS
SM
MD
LG