ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინმა ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა


რუსეთის პრეზიდენტის პრესკონფერენცია ყოველწლიური ტრადიციაა, რომელსაც 1000-მდე ჟურნალისტი ესწრება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:01 0:00
ბმული
პარასკევს რუსეთის პოლიტიკური პატიმარი მიხეილ ხოდორკოვსკი ციხიდან გაათავისუფლეს.

ერთ დროს უმდიდრესი ნავთობკომპანიის პრეზიდენტის - მიხეილ ხოდორკოვსკის და რუსეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გზები 2000 წელს გადაიკვეთა. ხოდორკოვსკის ეკონომიკური ბრალდება წაუყენეს და მან ციხეში 10 წელი დაჰყო.

პუტინის თქმით, ამნისტია ასევე შესაძლოა შეეხოს ფემინისტური ჯგუფის "პუსი რაიოტის" ორ წევრს და "გრინფისის" 28 წარმომადგენელსაც.

კრემლის საშობაო ამნისტიები გამიზნულია იმისთვის, რომ სოჭის ზამთრის ოლიმპიადის დაწყებამდე რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული უთანხმოებები მოგვარდეს. საფრანგეთის, გერმანიის და შეერთებული შტატების პრეზიდენტებმა ოლიმპიურ თამაშებზე დასწრებაზე უარი განაცხადეს.

რუსეთის მიმართ დასავლეთის კრიტიკა კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც მიღებული იქნა კანონი, რომელიც არასრულწოლვანებს ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას უზღუდავს.

პრეზიდენტ პუტინს ამ კანონის შესახებ ამერიკელმა ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა,რაზეც პუტინმა უპასუხა:

„ჩემთვის მნიშვნელოვანია საზოგადოება იმ უცხო ფასეულობებისგან დავიცვათ, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის მიუღებელია.“

ამავე პრესკონფერენციაზე პუტინმა ედუარდ სნოუდენს ღირსეული ადამიანი უწოდა:

„მადლობა სნოუდენს იმისთვის, რომ შეძლო და მილიონობით ადამიანს აზრი შეუცვალა.“

რუსეთის პრეზიდენტს ამ კონფერენციაზე უკრაინის შესახებაც დაუსვეს შეკითხვები.პუტინი შეეცადა უკრაინის 15 მილიარდიანი სესხის და გაზის ტარიფის შემცირების დანაპირები კეთილმეზობლური განწყობით გაემართლებინა.

„თუ ჩავთვლით, რომ უკრაინელი ხალხი ჩვენი მოძმეეები არიან და უკრაინა ჩვენი მოძმე ქვეყანაა, რთულ სიტუაციაში მათი დახმარება ჩვენი ვალი იქნება.“

პუტინმა უარყო, რომ რუსეთის უკრაინის დახმარება მისი ევროკავშირში შესვლის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

„თუ უკრაინა ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას მოაწერს ხელს, უკრაინის საბჭოთა კავშირის დროინდელი ინდუსტრია დაინგრევა და უკრაინა ევროპის სასოფლო სამეურნეო პროვინციად გადაიქცევა“ - იწინასწარმეტყველა პრეზიდენტმა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინამ რუსეთს 15 მილიარდიანი სესხი უკან უნდა დაუბრუნოს. სესხის გარანტიებთან დაკავშირებულ შეკითხვაზე კი პუტინმა განაცხადა, რომ ათი წლის წინ რუსეთმა და უკრაინამ საბჭოთა კავშირის დროინდელი ნავთობის მილსადენების შესახებ იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ რუსეთის გაზი ევროპას უკრაინის გავლით მიეწოდება.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, თუ რუსეთი ნავთობის მილსადენზე საკუთრებას მოიპოვებს, იგი უარს იტყვის 20 მილიარდიან პროექტზე, რომელიც უკრაინის გვერდის ავლით მილსადენის წყალქვეშ აგებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG