ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემონსტრაცია მოსკოვის ქუჩებში


დემონსტრაცია მოსკოვის ქუჩებში

მოსკოვის ქუჩებში ათასობით ადამიანი დუმის არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა. აქციის მონაწილეები უკმაყოფილოები იყვნენ პუტინისა და მმართველი პარტიის " ერთიანი რუსეთის" გამარჯვებით, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა და ოპოზიციამ გაყალბებულად ჩათვალა. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის პარტია დუმაში უმრავლესობით შევა, 2007 წელთან შედარებით პარტიამ დიდი დანაკარგი განიცადა. ნაცვლად 450 ხმისა, წელს "ერთიან რუსეთს" მხოლოდ 238 ადგილი ერგო.

პროტესტი თავსხმა წვიმაში მიმდინარეობდა, მონაწილეები კი სკანდირებდნენ " რუსეთი პუტინის გარეშე". მომიტინგეთა ნაწილი დააპატიმრეს, მაშინ როდესაც ისინი კრემლისკენ გაემართნენ. მსგავსი დემონსტრაცია რუსეთში უკვე წლებია არ გამართულა.

XS
SM
MD
LG