ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის პარტიის პოპულარობა დაცემულია


პუტინის პარტიის პოპულარობა დაცემულია

"ედინაია რასია" მხოლოდ 50 პროცენტით ლიდერობს

რუსეთში 4 დეკემბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგების დათვლა მიმდინარეობს. უკანასკნელი მონაცემებით, დათვლილია ხმების 80 პროცენტზე მეტი. დათვლილი ხმების მიხედვით, მმართველმა პარტიამ - "ედინაია რასიამ" ამ დროისთვის ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 50 პროცენტი მიიღო, რაც 2007 წლის მონაცემებთან შედარებით გაურესებული შედეგია. 2007 წელს მმართველ პარტიას ხმა ამომრჩეველთა 67 პროცენტმა მისცა. მეორე ადგილზე, ხმების 20 პროცენტით ჯერჯერობით კომუნისტური პარტია იმყოფება.
არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ანალიტიკოსები მმართველი პარტიის პოპულარობის ვარდნას ვარაუდობდნენ. ამომრჩეველთა უკმაყოფილების მთავარი მიზეზები კორუფციის მაღალი დონე და სოციალურ ფენებს შორის უზარმაზარი სხვაობის არსებობაა.

XS
SM
MD
LG