ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანმა ამერიკელი ტყვის გათავისუფლების ვიდეო გაავრცელა


ამერიკელი სერჟანტი ბოუ ბერგდალი
ამერიკელი სერჟანტი ბოუ ბერგდალი
ავღანეთის თალიბანმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ამერიკელი სერჟანტის ბოუ ბერგდალის თალიბ პატიმრებში გაცვლას ასახავს.

17 წუთიან ვიდეო ჩანაწერში ჩანს, რომ ბერგდალს წვერი და თავი გაპარსული აქვს და მას ტრადიციული ავღანური თეთრი სამოსი აცვია. ვიდეოს დასაწყისში ჩანს, რომ ის მანქანაში ზის, თვალებს ხშირად ახამხამებს და ისრისავს მზის სინათლეში ყოფნის გამო. მის გვერდით კი რამდენიმე შეიარაღებული პირი დგას.

ვიდეოზე ასევე ჩანს სამხედრო შვეულმფრენი, რომელზეც თეთრი დროშაა დამაგრებული და რამდენიმე შეიარაღებული მამაკაცი, რომლებიც ვერტმფრენიდან გამოდიან. ვიდეო ჩანაწერზე რამდენიმეჯერაა დადებული ტიტრები „ავღანეთში არ დაბრუნდე.“

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა შეისწავლეს ვიდეო და მათ არანაირი საბაბი არ აქვთ მის ავთენტურობაში ეჭვის შესატანად. ამერიკის ადმირალმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ბერგდალის გაცვლამ „მშვიდობიანად და წარმატებით“ ჩაიარა და ახლა პრიორიტეტი მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაა.
XS
SM
MD
LG