ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში მომხდარ აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა


ავღანეთის სამხრეთში, ყანდაარის პროვინციაში გზის პირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად 13 ადამიანი გარდაიცვალა. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, აფეთქება ავღანელი სამოქალაქო პირებით დაკომპლექტებულ ტრანსპორტს მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ აფეთქება საპრეზიდენტო და მუნიციპალური საბჭოების წევრთა არჩევნებს მოსდევს. თალიბანი ამ არჩევნების ჩაშლის მუქარით გამოდიოდა, თუმცა არჩევნები მაინც გაიმართა. წინასწარი შედეგები 24 აპრილისთვის გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG