ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩეხეთში პრაზიდენტობაზე წამყვანი კანდიდატები მილიარდერი, გენერალი და პროფესორი არიან


ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნები პარასკევს დაიწყო. არჩევნებში სამი კადიდატი ლიდერობს - მილიარდერი, გენერალი და აკადემიკოსი. სავარაუდოდ, დაინიშნება არჩევნების მეორე ტური.

გამარჯვებული ჩაანაცვლებს მილოშ ზემანს, რომელიც გამოცდილი პოლიტიკოსია. ის ჩეხეთს უკრაინის ომის განმავლობაში, 2022 წლის მეორე ნაწილშიც ხელმძღვანელობდა, როცა პრაღა ევროკავშირს თავმჯდომარეობდა.

არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს დახვდება რეკორდულად მაღალი ინფლაცია ქვეყანაში, სადაც 10,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ასევე დიდი გამოწვევა იქნება უკრაინის ომთან და რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტიც.

თუ რომელიმე კანდიდატი 50%-ზე მეტს ვერ მოიგებს, რაც სავარაუდოდ, ასევ მოხდება, ორი მოწინავე კანდიდატი ერთმანეთს 27-28 იანვარს მეორე ტურში დაუპირისპირდება.

კანდიდატები პოპულისტი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიჩი, თადარიგის გენერალი პეტრ პაველი და უნივერსიტეტის პროფესორი დანუსე ნერუდოვა არიან. ეს 1993 წელს ჩეხეთის რესპუბლიკის დაარსებიდან მეოთხე პრეზიდენტი იქნება.

68 წლის ბიზნესმენი და ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბაბიჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში მეხუთე ყველაზე მდიდარი ადამიანია ჟურნალ „ფორბსის“ ინფორმაციით.

XS
SM
MD
LG