ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლის განცხადება


პრეზიდენტი ობამა 2014 წლის ბიუჯეტის პროექტს რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს

თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი ობამა 2014 წლის ბიუჯეტის გეგმას 10 აპრილს გამოაცხადებს.

კანონის თანახმად, პრეზიდენტ ობამას ბიუჯეტის პროექტი 4 თებერვლისთვის უნდა წარმოედგინა.მაგრამ თეთრმა სახლმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ კონგრესში სამთავრობო ხარჯებსა და საგადასახადო პროცედურების ირგვლივ გაჭიანურებული დისკუსიების გამო ბიუჯეტის დამტკიცება გადაიდო.

რესპუბლიკელების მიერ მართულმა წარმომადგენელთა პალატამ და დემოკრატების მიერ კონტოლირებულმა სენატმა ბიუჯეტის საკუთარი ვარინტები უკვე დაამტკიცეს, თუმცა ობამას გეგმა ხარჯების შეკვეცასთან დაკავშირებით სავარაუდო დაპირისპირებას შექმნის.




XS
SM
MD
LG