ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სალომე ზურაბიშვილმა, ვოლოდომირ ზელენსკის მიუსამძიმრა


საქართველოს პრეზიდენტმა, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა, - ინფრომაციას ამის შესახებ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"მინდა, უდიდესი მწუხარება გამოვხატო იმ ტრაგედიის გამო, რომელიც ამ დღეებში დაატყდა თავს თქვენს ქვეყანას. დღეს, ყველა ერთად ვგლოვობთ ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ ადამიანებს.

მე და ქართველი ხალხი მთლიანად ვიზიარებთ ამ ტკივილს.

ახლა ჩვენ მთელი გულითა და გონებით ვდგავართ დაღუპულთა ოჯახების გვერდით და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ აუნაზღაურებელი დანაკლისის გამო.

გისურვებთ გამძლეობასა და განსაცდელთან ღირსეულად გამკლავებას“,- ნათქვიამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილი, საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია სულავამ გადასცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG