ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაპის არჩევა ხვალ გაგრძელდება


წვიმის მიუხედავად, მოედანზე შეკრებილი ათასობით ადამიანი კონკლავის შედეგებს ელოდა

ოთხშაბათს კარდინალთა კონკლავი კვლავ გაგრძელდება, რათა ახალი პაპი აირჩჲონ.

სამშაბათს სიქსტეს კაპელას დარბაზში 115 კარდინალი ხმის საიდუმლოდ მისაცემად შეკრიბა, თუმცა კათოლიკური ეპარქიის ლიდერის არჩევა დღის ბოლომდე ვერ მოხერხდა.

წვიმის მიუხედავად, მოედანზე შეკრებილი ათასობით ადამიანი კონკლავის შედეგებს ელოდა. თუმცა, დღის ბოლოს ტაძრის სახურავიდან შავი კვამლი ამოვიდა რაც ნიშნავს, რომ ახალი პაპის არჩევა ვერ მოხერხდა.

როდესაც კონკლავი პაპის ახალ კანდიდატურას აირჩევს, ტაძრის ბუხრის მილიდან თეთრი კვამლი ამოვა და წმინდა პეტრეს ბაზილიკის სამრეკლოზე ზარი დარეკავს.
XS
SM
MD
LG