ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი პაპის მოლოდინში


გადაწყვეტილება 115 კარდინალმა უნდა მიიღოს

მსოფლიო კათოლიკე ქრისტიანები ვატიკანისგან ახალი პაპის დანიშვნას ელოდებიან. ეს გადაწყვეტილება 115 კარდინალმა უნდა მიიღოს.

სამშაბათს კარდინალები სისტინის ტაძარში შეიკრიბებიან და ახალი პაპის არჩევამდე იქ დარჩებიან. დანამდვილებით არავინ იცის ახალი პაპის არჩევას რამდენი დრო დასჭირდება. მაგრამ როგორც კი კარდინალები ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ტაძრის სახურავზე სპეციალური ბუხრიდან თეთრი კვამლი ამოვა.

ახალი კანდიდატურის არჩევას 77 ხმა დასჭირდება, რაც კარდინალთა კონკლავის შემადგენლობის ერთი მესამედზე მეტი იქნება.
XS
SM
MD
LG