კათოლიკე კარდინალები ვატიკანში კონკლავამდე, კარდინალთა კოლეგიის ფარულ კრებამდე, რომელიც რომის პაპს აირჩევს, ბოლო შეხვედრას აწყობენ. კონკლავი ოფიციალურად ხვალ დაიწყება.
რომის ახალი მთავარეპისკოპოსის არჩევნებში 115 კარდინალი მიიღებს მონაწილეობას. რომაული კათოლიციზმის მღვდელთმთავრის ვინაობა ორი მესამედით, მინიმუმ 77 ხმით უნდა გადაწყდეს. კარდინალთა ასაკი ლიმიტირებულია. 80 წელს გადაცილებულებს, მათ შორის გადამდგარ პაპს, ბენედიქტე XVI-ს კონკლავში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს. კათოლიკეთა წინამძღოლის არჩევას მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს და საკმაო საიდუმლოებებით არის მოცული. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი რამ არის ცნობილი: კათოლიკურ ეკლესიას გამოკვეთილი ლიდერი ან ფავორიტი უკანასკნელი პაპის შემდეგ აღარ ჰყავს.