ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაპი ფრანცისკე აცრაზე მისულ უსახლკაროებს მოულოდნელად ეწვია


პარასკევს, პაპი ფრანცისკე მოულოდნელად ეწვია რომის უსახლკარო და ღატაკ ადამიანებს, რომლებიც ვატიკანში კოვიდ-19-ზე აცრას იკეთებდნენ.

ვატიკანის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე აღბეჭდილია 84 წლის პონტიფიკოსი, რომელიც ვატიკანის აუდიენციების დარბაზში სახელდახელოდ მოწყობილ კლინიკაში ექიმებს, ექთნებს, საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომლებს და ვაქცინის მიმღებ ადამიანებს ესალმება. პანდემიის გამო ეს დარბაზი მეტწილად არ გამოიყენებოდა.

ვატიკანმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის, ვაქცინა დაახლოებით 800-მა უსახლკარო ან შეჭირვებულმა ადამიანმა მიიღო და მას, სულ მცირე, კიდევ 400 ადამიანი მიღებს.

ფრანცისკემ თქვა, რომ აცრა ეთიკური არჩევანია, თუ ამის საწინააღმდეგო სერიოზული სამედიცინო მიზეზები არ არსებობს. თავად ფრანცისკე ადრევე აიცრა, ისევე როგორც 93 წლის ყოფილი პაპი ბენედიქტი.

პაპ ფრანცისკეს პერიოდში, რომის უსახლკაროების დასახმარებლად ვატიკანმა ბევრი სტრუქტურა მოაწყო, მათ შორის კლინიკა, აბანოები და სალონების მომსახურება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG