ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პომპეო ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სავარაუდო სანქციებზე საუბრობს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო

ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ღრმადაა შეშფოთებული ბელარუსის მთავრობის მიერ ოპოზიციონერი აქტივისტის მარია კოლესნიკოვას ქვეყნიდან ძალით გაძევების მცდელობით. ამერიკის პირველმა დიპლომატმა თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები სანქციების დაწესებას განიხილავენ ბელარუსში მიმდინარე მოვლენების გამო.

“ჩვენ ვაფასებთ ქალბატონი კოლესნიკოვას და ბელარუსი ხალხის სიმამაცეს მშვიდობიანი გზით მოითხოვონ საკუთარი უფლება აირჩიონ მათი ლიდერები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით,” თქვა პომპეომ. მან ასევე დასძინა, რომ მომიტინგეებს „ბელარუსის მთავრობის მხრიდან გაუმართლებელი ძალადობის და რეპრესიებისთვის“ უწევთ თავის გართმევა, რაშიც ასევე შედის „მშვიდობიანი მომიტინგეების დღისით, მზისით დაუნდობელი ცემა და 6 სექტემბერს ასობით ადამიანის დაკავება, ასევე გატაცებების მზარდი ცნობები.“

ამერიკის პირველი დიპლომატის თქმით, პოტენციური სანქციები მიმართული იქნება დააკისროს „ანგარიშვალდებულება მათ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევებსა და ბელარუსში მიმდინარე რეპრესიებში მონაწილეობს.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG