ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსში ოპოზიციის ლიდერი გაიტაცეს


მარია კალესნიკოვა
მარია კალესნიკოვა

ამ დილით, მარია კალესნიკოვა, ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიღბიანმა მამაკაცებმა მინსკის ცენტრში დააკავეს და მიკროავტობუსით გაიტაცეს. ვარაუდობენ, რომ ის დაპატიმრებულია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია Tut.By ავრცელებს, ფაქტის შემსწრე თვითმხილველზე დაყრდნობით.

კოლესნიკოვა საკოორდინაციო საბჭოს წევრია და მთავრობის ერთ-ერთი ხმამაღალი კრიტიკოსი. ის ბოლო პოლიტიკოსია ქალთა სამეულიდან, რომელიც ქვეყანაში დარჩა და დიდი წვლილი შეაქვს ანტისამთავრობო მიტინგების ორგანიზებაში.

ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსთა სამეული 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაერთიანდა. ის ძალიან სერიოზულ გამოწვევას უქმნის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს, რომელიც თავს არჩევნებზე გამარჯვებულად აცხადებს.

ოპოზიცია თვლის, რომ ლუკაშენკომ არჩევნები გააყალბა. ლუკაშენკო ბრალდებას უარყოფს და საპროტესტო აქციების ორგანიზებაში უცხოეთის ქვეყნებს ადანაშაულებს.

ევროკავშირი ბელარუსისთვის სანქციების პაკეტს ამზადებს. სიაში ამ ეტაპზე 31 ადამიანია შესული, მათ შორის ერთ-ერთი ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრი, იური კარაევსია.

პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ევროკავშირის სანქციების სიაში ჯერჯერობით არ ფიგურირებს. სანქციების დაწესებაზე შეერთებულ შტატებშიც მსჯელობენ.

ბელარუსში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. კვირას 100 000-მდე ბელარუსის მოქალაქე აპროტესტებდა მთავრობის პოლიტიკას.

პარალელურად, ხელისუფლების მხრიდან რეპრესიები გრძელდება. ლუკაშენკო აცხადებს, რომ "ამ დღეებში" მოსკოვში ჩავა და კრემლთან მოლაპარაკებას გამართავს. რუსეთი ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავარი მოკავშირეა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG