ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ბელარუსის მთავრობას დიალოგს სთავაზობს 


ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოქმედმა თავმჯდომარემ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ ბელარუსის მთავრობას ოპოზიციასთან დიალოგის ხელშწყობა ხელახლა შესთავაზა. ეუთოს თავმჯდომარეობაზე ალბანეთს დეკემბერში შვედეთი ჩაანაცვლებს. რამამ შვედეთის საგარეო სააქმეთა მინისტრ ენ ლინდთან ერთად, გასულ კვირას ბელარუსს მინსკში ჩასვლა და სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება შესთავაზა.

9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები არ წყდება. ბელარუსები პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ.

"იმედია ამ შეთავაზებაზე ბელარუსის მთავრობას დადებითი გამოხმაურება ექნება" - თქვა რამამ. ეუთოს თავმჯდომარის განცხადებით, "საპროტესტო აქციებს მთელ ბელარუსში აქვს ადგილი. სამთავრობო რეაქციამ კი ძალის არაპროპორციული გამოყენება, დაკავებები, შეზღუდვები მედიაზე, და ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვები მოიცვა. დიალოგი მნიშვნელოვანია და რაც უფრო მალე დაიწყება ის, უფრო კარგი იქნება ყველასთვის."

გასულ კვირას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც განაცხადა, რომ დიალოგს მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG