ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ციხანუსკაია გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს


დღეს, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანუსკაია გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს. ეს ინფორმაცია მისმა წარმომადგენელმა გაავრცელა.

ოპოზიციის ლიდერი ვიდეო მიმართვას გააკეთებს. ის გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოში ესტონეთის მიწვევით გამოვა.

მისი მომხრეები თვლიან, რომ ციხანუსკაიამ ბელარუსის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

მან ბელარუსი დატოვა და ლიეტუვას შეაფარა თავი, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ლუკაშენკომ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა.

ქვეყანაში მას შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG