ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პომპეოს ვიზიტების ფოკუსში ირანი და დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოა"


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ერთი კვირით გაემგზავრა. მაიკ პომპეოს პირველი გაჩერება დღეს იორდანიაა, სადაც სახელმწიფო მდივანი ქვეყნის ლიდერებთან მოლაპარაკებას გამართავს.

გამგზავრების წინ პომპეომ აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მიზანი რეგიონისადმი ამერიკის ინტერესის დადასტურება, დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხება და "ირანის მხრიდან მადესტაბილიზებელი საქმიანობის" ხელის შეშლაა. იორდანიაში მოლაპარაკება სირიაში შექმნილ ვითარებაზე და მეზობელ ერაყთან იორდანიის ეკონომიკურ კავშირებზეც იგეგმება.

ამერიკის უმაღლესი დიპლომატი ერთი კვირის განმავლობაში ეწვევა ეგვიპტეს, ბაჰრეინს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ყატარს, საუდის არაბეთს, ომანს და ქუვეითს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ეგვიპტეში სახელმწიფო მდივანი სიტყვით გამოსვლას გეგმავს და კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამერიკის ერთგულებას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარებისადმი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG