ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პომპეომ თურქეთი კომენტარის გარეშე დატოვა


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოთხშაბათს ანკარაში თურქეთის ოფიციალურ პირებს ხვდება - მათ შორის, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს. თურქეთში ჩასვლამდე პომპეო საუდის არაბეთში იმყოფებოდა. რიადში მასთან საუბრისას, სამეფოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მთელს მსოფლიოს აჩვენებდნენ ჟურნალისტის გაუჩინარების საქმის საფუძვლიანი გამოძიების შედეგებს.

პრეზიდენტ ერდოღანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუსოღლუსთან შეხვედრის შემდეგ, პომპეოს საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. მან თურქეთი უკვე დატოვა.

ანკარა ამტკიცებს, რომ ჯამალ ხაშოგი, ამერიკაში მცხოვრები დისიდენტი ჟურნალისტი, რომელიც წარმოშობით საუდის არაბეთიდანაა, სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. ხაშოგი საკონსულოში ქორწინების საბუთების გასაფორმებლად, 2 ოქტომბერს შევიდა და იქიდან აღარ გამოსულა.

ამერიკული მედია-საშუალებების ნაწილი წერს, რომ საუდის არაბეთი მკვლელობის აღიარებისთვის ემზადება. ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, “სი-ენ-ენი” და “ნიუ-იორკ თაიმსი” აცხადებენ, რომ ხაშოგის მკვლელობას ისინი მალე შეცდომად აღიარებენ, რომელიც გამოძიების არასწორად წარმართვის გამო მოხდა. მანამდე საუდის არაბეთი თურქეთის მთავრობის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG