ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საუდის არაბეთი ჟურნალისტის მკვლელობის აღიარებისთვის ემზადება


თურქეთმა დღეს საუდის არაბეთის საელჩოს ჩხრეკა, იმის გასარკვევად, თუ როგორ გაქრა საუდის არაბეთიდან ამერიკაში საცხოვრებლად გადასული ჟურნალისტი, რამდენიმე ფრონტზე გააგრძელა. ანკარა ამტკიცებს, რომ დისიდენტი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი მოკლულია.

ხაშოგი სტამბოლში მდებარე საკონსულოში ქორწინების საბუთების გასაფორმებლად, 2 ოქტომბერს შევიდა და იქიდან აღარ გამოსულა. პარალელურად, მოვლენები ვითარდება საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში, სადაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საუდის არაბეთის ლიდერებს ხვდება.

ამერიკული მედია-საშუალებების ნაწილი წერს, რომ საუდის არაბეთი მკვლელობის აღიარებისთვის ემზადება. ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, “სი-ენ-ენი” და “ნიუ-იორკ თაიმსი” აცხადებენ, რომ ხაშოგის მკვლელობას ისინი მალე შეცდომად აღიარებენ, რომელიც გამოძიების არასწორად წარმართვის გამო მოხდა. აქამდე საუდის არაბეთი თურქეთის მთავრობის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG