ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პომპეოს გზავნილი: უფრთხილდით ჩინეთს


ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ბოლო დღეების განმავლობაში ევროპისა და ცენტრალური აზიის არაერთ სახელმწიფოს ეწვია. მისი გზავნილების ძირითადი ნაწილი, ჩინეთის მიმართ სიფრთხილის მოწოდება იყო.

ბრიტანეთში და ცენტრალური აზიის ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებში მყოფმა პომპეომ არაერთხელ დაგმო ჩინეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა, გააკრიტიკა მისი აგრესიული სავაჭრო პოლიტიკა და მოუწოდა მასპინძელ ქვეყნებს, რომ ჩინურ ინვესტიციებთან და გავლენისგან ფრთხილად იყვნენ. გარდა ამისა, მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი დამატებით საფრთხეს მის მიერ მაღალი სიჩქარის უკაბელო გადაცემის ტექნოლოგიების განვითარების გამოც წარმოადგენს.

პომპეოს გამოსვლებში კრიტიკა საკმაოდ პირდაპირი იყო. მან მას თანამედროვე ეპოქის უმთავრესი საფრთხე უწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG