ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონავირუსის შედეგად მსხვერპლი იზრდება


შეერთებული შტატები, იაპონია და სხვა ქვეყნები ჩინეთის ქალაქ ვუჰანში თვითმფრინავებს გზავნიან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციისთვის. ცენტრალური ჩინეთის ეს ქალაქი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია. დღევანდელი მონაცემებით, ვირუსის შედეგად 106 ადამიანი გარდაიცვალა.

იაპონიამ ვუჰანიდან საკუთარი 200 მოქალაქე უკვე გამოიყვანა. ამერიკა ქალაქში მდებარე აშშ-ის საკონსულოდან თანამშრომლების და ვუჰანში მყოფი მოქალაქეების ამ კვირაში გამოსაყვანად ემზადება. ევაკუაციისთვის სამზადისის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის მთავრობაც აცხადებს.

ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამშაბათს ვირუსის შედეგად 25 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ერთი მსხვერპლი დედაქალაქში დაფიქსირდა, რაც პეკინში პირველი შემთხვევა იყო.

ჩინეთი აცხადებს, რომ დღემდე დაახლოებით 4500 ადამიანია დაინფიცირებული. ვუჰანში კარანტინია გამოცხადებული და ადამიანებს ქალაქში შესვლა ან იქიდან გამოსვლა ეკრძალებათ. ჰუბეის პროვინციის სხვა რამდენიმე ქალაქში კი გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული.

ჩინეთის გარეთ კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG