ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პომპეო ჩრ. კორეელ მაღალჩინოსანს "სამუშაო სადილით" გაუმასპინძლდა


ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ უნის უახლოეს მრჩეველ კიმ იანგ ჩოლთან „კარგი სამუშაო სადილი“ ჰქონდა. პომპეო ჩოლს დღეისთვის დაგეგმილი მოლაპარაკების წინ შეხვდა, რომელზეც მხარეები ივნისში პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ უნს შორის სავარაუდო შეხვედრაზე ისაუბრებენ.

პომპეომ ოთხშაბათ საღამოს „ტვიტერზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც კიმ იანგ ჩოლს ხელს ართმევს. მეორე ფოტოში კი ისინი მაგიდასთან სხედან ბინაში, რომლის ფანჯრებიც ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათაო ოფისის შენობას გადაჰყურებს. პომპეოს ტვიტში ნათქვამი იყო, რომ მენიუში სტეიკი, სიმინდი და ყველი შედიოდა.

სახელმწიფო მდივნის თქმით, სადილის განმავლობაში მხარეებმა „პოტენციურ სამიტზე ისაუბრეს,“ რომელიც ჩრდილეთ კორეას „შესანიშნავ შესაძლებლობას სთავაზობს მიაღწიოს უსაფრთხოებას და ეკონომიკურ განვითარებას.“

კიმ იანგ ჩოლი ბოლო 18 წლის მანძილზე ერთადერთი ჩრდილოეთ კორეელი მაღალჩინოსანია, რომელიც ამერიკაში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG