ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეამ დღეს განაცხადა, რომ მას კვლავ სურს შეერთებულ შტატებთან დიალოგი "ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ფორმატით". ეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა 12 ივნისს დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების შესახებ გააკეთა განცხადება.

"სამიტის გაუქმება კიმ ჩენ უნთან არის ძალიან დიდი შეფერხება", - ამბობს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კი გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კორეას სურს "მისცეს შეერთებულ შტატებს დრო და შესაძლებლობა" იმისა, რომ გადაწყვეტილება შეცვალოს.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან 12 ივნისს დაგეგმილი სამიტი გადადო. სამიტი სინგაპურში უნდა შემდგარიყო.

„მე ძლიერ ველოდი თქვენთან შეხვედრას“ - თქვა ტრამპმა წერილში, რომელიც თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა. „სამწუხაროდ, თქვენს ბოლო განცხადებაში გადმოცემული უდიდესი ბრაზისა და ღია მტრობის დაფიქსირების შემდეგ, ვფიქრობ, შეუფერებელი იქნება ამ შეხვედრის ჩატარება“ - ნათქვამია ტრამპის წერილში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG