ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან 12 ივნისს დაგეგმილი სამიტი გადადო. სამიტი სინგაპურში უნდა შემდგარიყო.

„მე ძალიან ველოდი თქვენთან შეხვედრას“ - თქვა ტრამპმა წერილში, რომელიც თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა. „სამწუხაროდ, თქვენ ბოლო განცხადებაში გადმოცემული უდიდესი ბრაზისა და ღია მტრობის დაფიქსირების შემდეგ, ვფიქრობ შეუფერებელი იქნება ამ შეხვედრის ჩატარება“ - ნათქვამია ტრამპის წერილში.

ფხენიანი ცოტა ხნის წინ დაიმუქრა, რომ აშშ-სთან შეხვედრას არ დაესწრებოდა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით ლიბიის ბირთვული განიარაღების მაგალითი მოიყვანეს და ფხენიანს ლიბიის მოდელის გათვალისწინებისკენ მოუწოდეს.

დღეს, ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული საცდელი ობიექტი გაანადგურა, რათა ბირთვული განიარაღებისადმი საკუთარი ხედვის დემონსტრირება მოეხდინა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG