ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პომპეო ევროპაში ხუთდღიანი ვიზიტით ჩავიდა


მაიკ პომპეო მეუღლესთან ერთად დღეს პრაღაში ჩაფრინდა
მაიკ პომპეო მეუღლესთან ერთად დღეს პრაღაში ჩაფრინდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ცენტრალური ევროპის ქვეყნებში ერთკვირიანი ტურნე დაიწყო. ვიზიტის პირველი პუნქტი პრაღაა, ჩეხეთის რესპუბლიკა. ჩეხ კოლეგასთან ერთად, პომპეო მეორე მსოფლიო ომის მუზეუმს მოინახულებს, რომელიც ნაცისტური გერმანიიდან ქვეყნის გათავისუფლებას ეძღვნება.

სახელმწიფო მდივანი შემდეგ ლუბლიანას ეწვევა, სლოვენიაში. მოგვიანებით პომპეო ჩავა ვენაში, ავსტრიის დედაქალაქში და ბოლოს, 15 აგვისტოს პოლონეთში, ვარშავას ესტუმრება.

პარალელურად, პენტაგონი გერმანიიდან თითქმის 12 000 ჯარისკაცის გაყვანისთვის ემზადება. გეგმის მიხედვით, ისინი პოლონეთში და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მოკავშირე რამდენიმე სხვა ქვეყანაში გადანაწილდებიან.

ფილიპ რიკერი, ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ამბობს, რომ პომპეო მხარეებთან ერთად, განიხილავს შეერთებულ შტატებს და პოლონეთს შორის დადებულ შეთანხმებას თავდაცვის სფეროში გაფართოებული თანამშრომლობის (EDCA) შესახებ. აღნიშნული შეთანხმება რიკერის თქმით, უზრუნველყოფს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გაღრმავების და განმტკიცების სამუშაო ჩარჩოებს.

ამერიკა-პოლონეთს შორის თავდაცვის სფეროში დადებული ხელშეკრულება შეერთებულ შტატებს აძლევს საშუალებას, როტაციის საფუძველზე პოლონეთში დამატებით 1 000 ჯარისკაცი ჰყავდეს. მხარეების განმარტებით, ეს "აძლიერებს რუსეთის შეკავებას და განამტკიცებს ნატოს". პოლონეთში ვაშინგტონს უკვე ჰყავს არმიის 4 500-მდე პერსონალი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG