ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ფხენიანში ჩასვლის წინ, აზიაში სამუშაო ჯგუფი ჩავა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფს მიავლენს აზიაში, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეელ ლიდერს შორის, თებერვლის ბოლოსთვის შეხვედრას მოამზადებს. "ფოქსის" ტელეარხზე გამოსვლისას, პომპეომ თქვა, რომ ეს შეხვედრა ფხენიანმა დაადასტურა, თუმცა მას ადგილმდებარეობა არ დაუკონკრეტებია.

ამ ფონზე, ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელმა დენ ქოუთსმა მიმდინარე კვირაში თქვა, რომ ფხენიანი, სავარაუდოდ, არ დათმობს ბირთვული იარაღის სრულ არსენალს და რომ ის შეთანხმებების მიუხედავად, ბირთვულ შეიარაღებას და შესაბამისად, აქტივობას აგრძელებს. დენ ქოუთსი, ამ შეფასებით წინააღმდეგობაში მოვიდა დონალდ ტრამპის ადრეულ განცხადებასთან. პრეზიდენტი ფხენიანთან მიღწეულ დიდ პროგრესზე საუბრობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG