ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნებში დუდამ გაიმარჯვა


პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ის ქვეყნის სათავეში კიდევ 5 წელი იქნება. ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 99 პროცენტი. წინასწარი მონაცემებით, დუდამ ხმების 51.2 პროცენტი მოიპოვა.

კვირა საღამოს, მემარჯვენე დუდას და მის ლიბერალ ოპონენტს ტრზასკოვსკის, სახელმწიფო ტელევიზიის ექსიტ-პოლების მიხედვით, ხმების, დაახლოებით, 50 პროცენტით ქონდათ. დუდა მცირედი უპირატესობით იყო წინ.

დუდამ თავი გამარჯვებულად კვირა საღამოს გამოაცხადა.

„მადლობა ჩემს თანამოქალაქეებს, ვინც მე ხმა მომცა და არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. მთელი გულით მადლობას გიხსნით“, - განაცხადა მან.

დუდას მოკავშირეებს „კანონისა და სამართლიანობის პარტიიდან“ სურთ პარლამენტში მისი უმრავლესობა გაზარდოს. დუდას ოპონენტები მისი კონსერვატიული პოზიციების გამო აკრიტიკებენ, იქნება ეს სოციალური თუ საიმიგრაციო პოლიტიკის კუთხით.

ანჯეი დუდა
ანჯეი დუდა

არჩევნები მწვავე დაპირისპირების ფონზე გაიმართა. დუდას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ის და მისი გუნდი საარჩევნო პერიოდში ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებდნენ, მედიას თავს ესხმოდანენ და ლიბერალ ოპონენტს უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად მოიხსენიებდნენ.

დუდას გამარჯვება, მის პარტიას აძლევს საშუალებას გააგრძელოს რეფორმები სასამართლო და მედია სისტემაში, რომელსაც ევროკომისია მკაცრად აკრიტიკებს. ბრიუსელი აცხადებენ, რომ ეს კანონები არ შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს. მისი არჩევა, სავარაუდოდ, ევროკავშირთან დაპირისპირებას განაახლებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა გაერთიანება ცდილობს კოვიდ-19-ის ეკონომიკურ ეფექტებთან გამკლავებას.

ახალი კორონავირუსის პანდემიამ არჩევნების ორი თვით გადადება გამოიწვია, რაც მმართველ და ოპოზიციურ პარტიას შორის დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი გახდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG