ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთს და ლატვიას გერმანიიდან გაყვანილი ჯარების მასპინძლობა სურთ


მას შემდეგ, რაც გერმანიიდან ამერიკის შეირაღებული ძალების ნაწილის გამოყვანის შესახებ გახდა ცნობილი, რამდენიმე ქვეყანამ სურვილი გამოთქვა, ამ ძალებს უმასპინძლოს.

პოლონეთი უკვე ამ ქვეყნების სიაშია. თავდაცვასთან დაკავშირებულ ხარჯებზე შეუთანხმებლობის მიზეზით, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, გერმანიიდან 9 500-მდე ამერიკელი სამხედრო უნდა გამოვიდეს. ამ სამხედროების მომავალი მასპინძლობის სურვილი გამოთქვა ლატვიამაც.

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, არტის პაბრიკსმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა ამერიკულ ძალებს უმასპინძლოს, თუმცა იმედოვნებს, რომ ეს "გერმანიის ხარჯზე არ მოხდება":

"ჩვენ მზად ვართ შესაბამისი ინვესტირება განვახორციელოთ და ლატვიის მიწაზე მივიღოთ ამერიკის შეიარაღებული ძალების გარკვეული რაოდენობა", - თქვა მან ევროკავშირის თავდაცვის ფორუმის ონლაინ შეხვედრაზე.

"ჩვენ არ ვცდილობთ გერმანელების დასჯას. ჩვენ გვესმის, რომ არსებობს ზეწოლა გერმანიაზე, რომ მეტი გაკეთდეს, მაგრამ გერმანიაში [ამერიკული ჯარების] ყოფნა გლობალური უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია", - განმარტა ფაბრიკსმა.

გერმანიაში ამჟამად დაახლოებით 38 600 ამერიკელი სამხედროა, აქვე, რამშტაინის საჰაერო ბაზა და ამერიკული არმიის 7 გარნიზონიდან 5. ამასთან, შტუტგარტში მდებარეობს ამერიკის ევროპული და აფრიკის სარდლობებიც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG