ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანის პრემიერმა ბეირუთის აფეთქების საქმეზე ჩვენების მიცემაზე უარი თქვა


ორშაბათს, ოფიციალურმა წყარომ განაცხადა, რომ ლიბანის დროებითმა პრემიერ-მინისტრმა ჰასან დიაბმა უარი განაცხადა ჩვენება მიეცა მოსამართლისთვის, რომელმაც მას და სამ ყოფილ მინისტრს, ბეირუთში მომხდარი აფეთქების ფაქტზე სამსახურებრივი გულგრილობის ბრალი წაუყენა.

მოსამართლე ფადი სავანის მიერ წაყენებულ ბრალს გავლენიანმა პარტიებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მათ შორის, შიიტურმა ჰეზბოლამ და სუნიტმა ლიდერმა საიდ ალ-ჰარირიმ. ამ ფაქტმა გამოძიების წინაშე მდგარი პოლიტიკური პრობლემები გამოკვეთა.

ლიბანელები ჯერ კიდევ ელიან პასუხებს, ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არა-ბირთვულ აფეთქებაზე, რომელიც ოთხ თვეზე მეტი ხნის წინ მოხდა. აგვისტოში აფეთქდა ამონიუმის ნიტრატის უზარმაზარი მარაგი, რომელიც წლების განმავლობაში უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე ინახებოდა. 200 ადამიანი დაიღუპა, ათასობით დაშავდა და მთელი უბნები განადგურდა.

ზოგიერთმა პოლიტიკოსმა მიანიშნა, რომ მოსამართლე სავანიმ ბრალის წაყენების დროს შერჩევითობა გამოაჟღავნა და მთავრობის მინისტრებისადმი ბრალის წაყენებით თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა. სხვებმა, მათ შორის ბეირუთის ადვოკატთა კოლეგიის ხელმძღვანელმა, თქვეს, რომ მან სიმამაცე გამოიჩინა.

დიაბი ამბობს, რომ აფეთქებასთან მიმართებაში სინდისი სუფთა აქვს. მისი კაბინეტი, რომელმაც მმართველობა იანვარში დაიწყო, უბედური შემთხვევის შემდეგ გადადგა, მაგრამ დროებით მოვალეობის შესრულებას აგრძელებს.

XS
SM
MD
LG