ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძლიერი აფეთქება ბეირუთში, არის მსხვერპლი


ბეირუთში, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ძლიერ აფეთქებას, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სულ მცირე, 10 სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია ასობით ადამიანი. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ლიბანის შიდა უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აბას იბრაჰიმი ამბობს, რომ ინციდენტის ადგილი ძალზედ ფეთქებად მასალებს ინახავდა. თუმცა ამბობს, რომ მიზეზებზე საუბარი ნაადრევია.

აფეთქება ბეირუთში
აფეთქება ბეირუთში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები "ახლოს აკვირდება ბეირუთში აფეთქების შესახებ ინფორმაციას" და "ახლოს თანამშრომლობს ადგილობრივ მთავრობასთან იმის გასარკვევად, არიან თუ არა დაშავებულებს შორის შეერთებული შტატების მოქალაქეები".

აფეთქება ბეირუთში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:21 0:00

ბეირუთის პრემიერ-მინისტრმა გლოვის დღე გამოაცხადა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოები დაშავებულ ადამიანებს ვერ აუდიან და აფეთქების მიმდებარე ტერიტორია სრულიად განადგურებულია. ადგილობრივი ხელისუფლება ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG