ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მდებარე კაზინოში დღეს შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა. აფეთქების შედეგად გამოსული ხშირი კვამლის გამო, 36 ადამიანი დაიღუპა. პოლიცია ადასტურებს, რომ ისინი მეხანძრეებმა კვამლით გაგუდული იპოვეს და სხეულზე ჭრილობის კვალი არცერთს არ აღენიშნებოდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, მაგრამ ფილიპინების პოლიცია ამ ვერსიას უარყოფს. თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა, თუმცა ის მალევე მახლობელ სასტუმროში მოკლული იპოვეს. პოლიცია აცხადებს, რომ ეს აშკარა თვითმკვლელობა იყო. თავდამსხმელს ზურგჩანთაში 230 ათასამდე დოლარის ღირებულების კაზინოს ჩიპი უპოვეს. ინციდენტში ათეულობით ადამიანი დაშავდა, მაგრამ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG