ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში მომხდარ აფეთქებებში 24 ადამიანი დაიღუპა


ერაყის დედაქალაქში ორ ადგილას მომხდარ აფეთქებაში, სულ ცოტა, 24 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა. დღეს დილით მომხდარ ორივე ინციდენტში მანქანები ბაღდადის ხალხმრავალ უბნებში ააფეთქეს. აფეთქებებს შორის ინტერვალი რამდენიმე საათი იყო. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

მუსულმანებისთვის წმინდა თვე რამადანი 26 მაისს დაიწყო. „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ორგანიზებულმა თავდასხმამ ბაღდადის ერთ-ერთ უბანში შარშან რამადანის განმავლობაში 300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG