ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მანჩესტერის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო


გუშინ მანჩესტერის სპორტულ არენაზე მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ამერიკელი პოპ მომღერლის კონცერტზე მომხდარი აფეთქებისას, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა და 60-მდე დაშავდა.

დაჯგუფება აცხადებს, რომ აფეთქება „სახალიფოს ჯარისკაცმა“ მოაწყო.

ბრიტანეთის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელს, რომელიც აფეთქებისას დაიღუპა, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ეკეთა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის განცხადებით, პოლიციამ თავდამსხმელის ვინაობა იცის, თუმცა ჯერ-ჯერობით მას არ ასაჯაროებს.

მოგვიანებით პოლიციამ ტვიტერის ანგარიშზე დაწერა, რომ სამხრეთ მანჩესტერში 23 წლის მამაკაცი დააკავა, თუმცა პოლიცია ინფორმაციას აფეთქებაში მის როლზე არ ავრცელებს.

მანჩესტერის სპორტულ არენაზე, რომელიც 21 000 მაყურებელს იტევს, აფეთქება ამერიკელი პოპ მომღერლის არიანა გრანდეს კონცერტის მსვლელობისას მოხდა.

„განადგურებული ვარ, სიტყვები არ მყოფნის,“ ასე გამოეხმაურა მომღერალი მომხდარს სოციალურ ქსელ ტვიტერში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG