ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი ბრიტანეთის პოლიცია ქალაქ მანჩესტერის სპორტულ არენაზე მომხდარი აფეთქებისას დაღუპულთა რაოდენობას ადგენს. აფეთქება ამერიკელი პოპ ვარსკვლავის არიანა გრანდეს კონცერტის მსვლელობისას მოხდა. პოლიციის ცნობით დაღუპულია, სულ მცირე, 19 ადამიანი. პირველად ინფორმაციაზე დაყრდნობით, მომხდარი ფასდება როგორც ტერორისტული აქტი.

ადგილობრივი მედიის ცნობით სტადიონზე 2 აფეთქების ხმა გაისმა. თვითმხილველები ამბობენ, რომ სტადიონზე აფეთქების ხმამ დაბნეულობა და პანიკა გამოიწვია.

მანჩესტერ არენა 21 000 მაყურებეს იტევს. სტადიონზე შეკრებილთა დიდი ნაწილს გრანდეს თაყვანისმცემელი ახალგაზრდა ქალები შეადგენენ. ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა "საშიში ქალის ტურნე"-ს სახელით ცნობილი ტურნე 3 თებერვალს არიზონას შტატში დაიწყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG