ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილიპინებისთვის დახმარება უნდა გაგრძელდეს


ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კრიზისი ფილიპინებში ჯერ არ დასრულებულა

ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი ფილიპინებში უწყვეტად მიედინება. თუმცა, დამხმარე პერსონალი აცხადებს, რომ მილიონობით ტაიფუნით დაზარალებული ფილიპინელისთვის უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი დახმარების გეგმაა საჭირო.

უძლიერესი შტორმის შემდეგ თითქმის ორი კვირა გავიდა. ტაიფუნმა „ჰაიანი“ უზარმაზარი ტერიტორია წალეკა და რუკიდან მთელი სოფლები გააქრო. პირველადი საჭიროების ნივთები უკვე თითქმის ყველა რეგიონისთვის ხელმისაწვდომია. გაეროს და და სხვა დამხმარე ორგანიზაციების წარმომადგენლები თვლიან, რომ კრიზისი ფილიპინებში ჯერ არ დასრულებულა და აღდგენითი სამუშაოები მას შემდეგაც უნდა გაგრძელდეს, რაც ქვეყანა საინფორმაციო საშუალებების პირველი გვერდიდან გაქრება.
XS
SM
MD
LG