ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფაიზერის" ვაქცინა განვითარებადი ქვეყნებისთვის შეიძლება არაპრაქტიკული იყოს


ახალი კორონავირუსის ვაქცინას, რომელზეც "ფაიზერი" მუშაობს, შესანახად და ერთი ადგილიდან მეორეზე გადასატანად, ცელსიუსით მუდმივად მინუს 80° ტემპერატურა სჭირდება. ამას გარდა, ის დროის სამკვირიანი ინტერვალის შემდეგ, ორჯერადად კეთდება.

სწორედ ამიტომ, კოვიდ-19-ის აღნიშნული ვაქცინა შეიძლება განვითარებად სამყაროში არ გამოდგეს - ამბობს პანდემიასთან ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელი პაკისტანში, პროფესორი უტა ურ რაჰმანი. პროფესორ რაჰმანის თქმით, ზეიმი მისი ეფექტურობის თაობაზე, როგორც მის ქვეყანაში, ისე დანარჩენ განვითარებად ქვეყნებში, ჯერ ნაადრევია.

განვითარებად ქვეყნებში მაცივრების მსგავსი ინფრასტრუქტურა ნაკლებადაა, ან არ არის. ეს კი მასობრივ ვაქცინაციას შეაფერხებს.

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ "ფაიზერმა", ორშაბათს განაცხადა, რომ ვაქცინის გამოცდის ბოლო ეტაპი, ვაქცინის 90%-იან ეფექტურობას ადასტურებს. ორდოზიანი ვაქცინა პრევენციას 90 პროცენტით აჩვენებს იმ ადამიანებში, ვისაც ინფექციის ნიშნები მანამდე არ ჰქონია.

ინფორმაციას მედია და ექსპერტები დიდი აღფრთოვანებით შეხვდნენ. პანდემიამ 50 მილიონზე მეტი ადამიანი დააინფიცირა. 33 მილიონი გამომჯობინდა. 1.2 მილიონი გარდაიცვალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG