ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელებში მთავრობის ნდობა 17%-ზე დაეცა - "პიუს" კვლევა


მთავრობის მიმართ ნდობა რიგით ამერიკელებში ყველაზე დაბალი იყო გასული საუკუნის 60 და 70-იან წლებში. გამოსწორება 80-იან წლებში დაიწყო და ახალი საუკუნის დამდეგს, 2000 წლისკენ უფრო გაუმჯობესდა.

ახლა, ამერიკელების ნდობა ისტორიულად დაბალ ნიშნულთან ძალიან ახლოსაა და 17%-ს უტოლდება - აცხადებს "პიუს კვლევითი ცენტრი", რომელმაც ახალი ანგარიში ორშაბათს გამოაქვეყნა. მკვლევარები რამდენიმე მთავარ შედეგს გამოყოფენ:

  • ამერიკელები ფიქრობენ, რომ საზოგადოების ნდობა იკლებს როგორც ფედერალური მთავრობის, ასევე თანამოქალაქეების მიმართ.
  • დაახლოებით 2/3, ანუ გამოკითხულთა 64 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პრობლემების გადაჭრას აფერხებს ფედერალური მთავრობის მიმართ ნდობის დაბალი ხარისხი.
  • უმრავლესობა, ათიდან 8 ამერიკელზე მეტი (84%), ოპტიმისტურადაა განწყობილი და თვლის, რომ მთავრობის უნდობლობის მხრივ შექმნილი სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია. გამოკითხულთა ნაწილი ფიქრობს, რომ უკეთესი ლიდერები, მეტი გულწრფელობა და პოლიტიკურ კლასებს შორის თანამშრომლობა ვითარებას გააუმჯობესებდა.
  • ახალგაზრდებში, ასევე დაბალშემოსავლიან და ნაკლებად განათლებულ ინდივიდებში ნდობა უფრო დაბალია, ვიდრე დანარჩენ გამოკითხულებში.
  • შედეგი განსხვავდება გამოკითხულ დემოკრატებში და რესპუბლიკელებში, თუმცა ორივე თანხმდება იმაზე, რომ ნდობა გაცილებით მეტი უნდა იყოს. დემოკრატების 88 პროცენტი ფიქრობს, რომ ფედერალური მთავრობის ნდობა იკლებს, რესპუბლიკელებში კი ეს მონაცემი 66%-ს უდრის. ქვეყნის პრობლემების მოგვარებისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად ამას დემოკრატების 70% თვლის, რესპუბლიკელებში კი - 57%.

გამოკითხვაში მონაწილეობა 10, 618-მა ზრდასრულმა ამერიკის მოქალაქემ მიიღო. ისინი 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამოკითხეს. "პიუს კვლევითი ცენტრის" მონაცემებით, კვლევაში ცდომილების ზღვარი პლიუს-მინუს 1.5-ს არ აღემატება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG