ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის საკითხი


რა სახით მოხდება უსაფრთხოების სამსახურების დახმარება 2014 წლის შემდეგ, როდესაც კოალიციის ჯარები ქვეყანას დატოვებენ?

პენტაგონი და თეთრი სახლი ავღანეთში დისლოცირებული შეიარაღებული ძალების საკითხს განიხილავენ. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლეონ პანეტას განცხადებით, საუბარია იმაზე, თუ რა სახით მოხდება ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურებისთვის დახმარების უზრუნველყოფა 2014 წლის შემდეგ, როდესაც კოალიციის ჯარები ქვეყანას დატოვებენ. კონტრტერორიზმის მხარდაჭერის და ავღანური ძალების წვრთნის სამომავლო გეგმა გენერალმა ჯონ ალენმა, ნატოს კოალიციის მეთაურმა წარმოადგინა.

თავდაცვის მდივნის განცხადებით, გენერალმა ალენმა რამდენიმე ვარიანტი შეიმუშავა, რომლებიც აქტიურად განიხილება და გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე კვირაში მოხდება

2012 წლის მაისში, შეერთებულ შტატებსა და ავღანეთს შორის დადებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებით, ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობის მთავარი მიმართულებები უკვე განსაზღვრულია. თუმცა, უსაფრთხოების საკითხებში ამერიკული დახმარების ზუსტი სახე და რაოდენობა ხელშეკრულებაში ჯერჯერობით დაკონკრეტებული არ არის.
XS
SM
MD
LG