ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როზა პარკსის საფოსტო მარკა


პარკსი გასული საუკუნის 50-იან წლებში შავკანიანი სამოქალაქო აქტივისტი იყო

შეერთებული შტატების საფოსტო მომსახურებამ სამოქალაქო აქტივისტის როზა პარკსის 100 წლისთავთან დაკავშირებით, მისი პორტრეტის საფოსტო მარკა გამოსცა.

მარკაზე გამოსახულია გასული საუკუნის 50-იან წლებში გადაღებული როზა პარსკის ფოტო, რომელიც 1955 წელს იმის გამო დააპატიმრეს, რომ მონტგომერის ოლქში ავტობუსით მგზავრობისას, თეთრკანიან მამაკაცს ადგილი არ დაუთმო.

იმ დროს შავკანიანი ამერიკელები მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად მოიაზრებოდნენ და კანის ფერის გამო დისკრიმინაციის პირობებში უწევდათ ცხოვრება.

როზა პარკსის დაპატიმრებამ მონტგომერის ოლქში ავტობუსის მძღოლების 381 დღიანი გაფიცვა გამოიწვია, რადგან მძღოლების უმეტესობა შავკანიანი ამერიკელი იყო.
XS
SM
MD
LG