ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანეტა პრეზიდენტ ობამას ზურგს უმაგრებს


პრზიდენტის ინიციატივას იარაღის კონტროლის შესახებ პანეტა მხარს უჭერს

პრზიდენტის ინიციატივას იარაღის კონტროლის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ლეონ პანეტა მხარს უჭერს. იტალიაში ამერიკელი ჯარისკაცების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ აუცილებელია ისეთი ზომების მიღება, რომელიც დაიცავს სკოლის მოსწავლეებს ძალადობისგან. "არანორმალური ადამიანების ხელში მსგავსი იარაღები არ უნდა მოხვდეს" განაცხადა პანეტამ. მან ასევე დასძინა, რომ პრეზიდენტის ინიციატივა გამოხატავს საღ აზრს.
პანეტას მიერ ამ საკითხის წამოჭრა და პრეზიდენტის მხარდაჭერა უკავშირდებოდა კითხვას, რომელიც 173-ე სადესანტო ბრიგადის საბრძოლო გუნდის ერთ-ერთმა ჯარისკაცმა დასვა.
XS
SM
MD
LG