ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა იარაღის კონტროლის შესახებ


ახალ გეგმაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ზომებიც შევა

ოთხშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა იარაღის კონტროლის დაწესებასთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმით გამოვა.

სამშაბათს თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტ ობამასა და ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენს გეგმის წარმოდგენის დროს ის ბავშვებიც შეუერთდებიან, რომლებმაც პრეზიდენტს იარაღის ტარებასთან დაკავშირებით საკუთარი წუხილი წერილობით აცნობეს.

ახალი გეგმა დაფუძნებული იქნება ვიცე-პრეზიდენტის რეკომენდაციებზე, რომელსაც ამ საკითხის შესწავლა და მოლაპარაკებების წარმოება ევალებოდა.

თეთრი სახლის პრეს-მდივნის ჯეი კარნის განცხადებით, ახალ გეგმაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ზომებიც შევა.

XS
SM
MD
LG