ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში 35 ადამიანი დაიღუპა


პაკისტანში 35 ადამიანი დაიღუპა
პაკისტანში 35 ადამიანი დაიღუპა

გასულ თვეს ამ ქალაქში მომხდარი შეტაკებების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

პაკისტანის ხელისუფლებამ პოლიციის დამატებითი ნაწილები შეიყვანა საპორტო ქალაქ ყარაჩიში ძალადობის აღსაკვეთად, რომელმაც 35 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ხელისუფლებამ ქალაქის რამდენიმე უბანში არეულობის მოთავეები დააპატიმრა. ყარაჩიში პაკისტანის პოლიტიკური პარტიების შეიარაღებული დაჯგუფებები ებრძვიან ერთმანეთს, რომლებიც ეთნიკური, რელიგიური და პოლიტიკური ნიშნით არიან დაპირისპირებულნი.

პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა რეჰმან მალიქმა განაცხადა, რომ ნებისმიერი საშუალებებით აღადგენს ქალაქში წესრიგს. გასულ თვეს ამ ქალაქში მომხდარი შეტაკებების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG