ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტან-ირანის საზღვართან მოკლული მიგრანტები იპოვეს


პაკისტანის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ირანთან საზღვართან რამდენიმე მოკლული მამაკაცის გვამია აღმოჩენილი. მათი ასაკი 20-დან 21 წლამდეა და ისინი, ეგრეთწოდებული, ეკონომიკური მიგრანტები არიან. მათი სავარაუდო მიზანი ირანში შესვლა და შემდეგ სამუშაოს საპოვნელად ევროპის ქვეყნებში წასვლა უნდა ყოფილიყო.

„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პაკისტანის პუბჯაბის რეგიონის მაღალჩინოსანმა დარმუნ ბავანიმ თქვა, რომ დანაშაულთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის. გამოძიებას ამ ეტაპზე ეჭვმიტანილი არ ჰყავს.

რამდენიმე საათის შემდეგ, ბალუჩინსტანის რეგიონის დედაქალაქ კვეტაში მოტოციკლეტისტმა ცეცხლი გაუხსნა ადგილობრივი პოლიციის უფროსის მოადგილის მანქანას. შედეგად, ადგილზე დაიღუპა პოლიციის მაღალჩინოსანი და მისი ვაჟი, მძიმედაა დაშავებული ოჯახის სამი წევრი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG