ძლიერი აფეთქების შედეგად, პაკისტანში სულ ცოტა, 4 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. ბომბი სამგზავრო მატარებელზე ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში, ბალუჩისტანის პროვინციაში აფეთქდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. პაკისტანში რამდენიმე სეპარატისტული დაჯგუფება მოქმედებს, რომელიც მსგავს იერიშებს ახორციელებს.