ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანი დაღუპულებს გლოვობს


კვირას, პაკისტანში, თალიბი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების გამო, სულ ცოტა 70 ადამიანი დაიღუპა. თავდამსხმელის სამიზნე აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნად თავმოყრილი ქრისტიანები იყვნენ. დაშავებულთა რაოდენობა 300-ს აღწევს. საავადმყოფოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის 30-მდე ბავშვია.

პაკისტანში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მიიღეს და მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ოპერაცია ჩატარდა, დაპატიმრებული არიან ტერორისტული აქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ადამიანები.

აფეთქება ქალაქ ლაჰორის საზოგადოებრივ პარკში მოხდა. ლაჰორი ქვეყნის უმსხვილესი პროვინციის, პენჯაბის დედაქალაქი და ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქია.

XS
SM
MD
LG