ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება პაკისტანში


თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის განყოფილებასთან აიფეთქა თავი

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ვაზირისტანის რეგიონში თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის განყოფილებასთან აიფეთქა თავი, რომლის დროსაც 6 ადამიანი დაიჭრა.
ტერაქტი ქალაქ ბანუში მოხდა. ამ თავდასხმის შედეგად პოლიციის ოფიცრებიც დაიჭრნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს.
რამდენიმე დღის წინ ქალაქ ფეშავარში კიდევ ერთი ტერაქტი განხორციელდა, რასაც პოლიციის ორი ოფიცრის სიცოცხლე ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG