ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტები პაკისტანში


შიიტებზე თავდასხმა თალიბანმა განახორციელა

თალიბანის თვითმკვლელმა ტერორისტმა ისლამაბადის ახლოს თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 23 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლების ცნობით, ტერაქტი შიიტი მლოცველების მსვლელობის დროს მოხდა, როდესაც პოლიციამ პროცესია საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეაჩერა. დაჭრილია 62 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვია. ასევე, გუშინ პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში შიიტურ მეჩეთებთან აფეთქებების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა. ორივე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო თალიბანმა.

XS
SM
MD
LG