ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის ხელისუფლების წნეხი მედიაზე


უფლებადამცველები პაკისტანის ხელისუფლებას მედიაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას სთხოვენ

ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩი“ პაკისტანელ მოსამართლეებს მოუწოდებს, არ შეუშალონ ხელი სასამართლოს შესახებ გადაღებული კრიტიკული მასალების ტელევიზიით ჩვენებას.

ორგანიზაციის მონაცემებით, რამდენიმე თვის წინ ისლამაბადის უმაღლესმა სასამართლომ პაკისტანის ელექტრონული მედიის რეგულაციის ორგანოს უბრძანა დაებლოკა სასამართლოს კრიტიკის შემცველი ნებისმიერი სატელევიზიო მასალა. „ჰიუმან რაითს ვოჩის“ აზიის ფილიალის დირექტორის, ბრედ ადამსის თქმით, აღნიშნული ნაბიჯი სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს „კრიტიკისგან განსაკუთრებულ იმუნიტეტს“ ანიჭებს.

პაკისტანის ელექტრონული მედიის რეგულაციის ორგანოს წევრები აცხადებენ, რომ პატივს სცემენ სიტყვის თავისუფლების უფლებას. მაგრამ მათივე სიტყვებით, „აღვირახსნილ თავისუფლებას“ სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ზიანის მიყენების უფლებას არ მისცემენ.
XS
SM
MD
LG